    | ჩვენს შესახებ ასოციაცია მწვანე ალტერნატივა არის არასამთავრობო არაკომერციული ორგანიზაცია, რომელიც დაარსდა 2000 წელს. ამჟამად ორგნიზაციას ჰყავს 19 აქტიური წევრი და 10 თანამშრომელი. მისიის განაცხადი საქართველოს გარემოს, უნიკალური ბიოლოგიური და კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ასოციაცია მწვანე ალტერნატივა მიზნად ისახავს ეკონომიკურად ხელსაყრელი და სოციალურად მისაღები ალტერნატივების განვითარების ხელშეწყობას, სოციალური სამართლიანობის პრინციპების დამკვიდრებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობის ხელშეწყობას. ჩვენი მიზნები - მდგრადი განვითარების, გარემოს კონსერვაციისა და აღდგენის ხელშეწყობისათვის მომუშავე ფართო სოციალური ალიანსების შექმნა, რომლებიც მიზნად ისახავენ დაარწმუნონ საქართველოს მთავრობა, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები და მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია, მიმართონ ინვესტიციები და პოლიტიკა გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით მისაღებ პროგრამებსა და პროექტებზე;
- მდგრადი განვითარებისათვის ეკონომიკური და პოლიტიკური საფუძვლების შექმნის ხელშეწყობა; გარემოსდაცვით საქმიანობაში შესაბამისი სამთავრობო უწყებების, ბიზნესის, მრეწველობის, ორგანიზაციებისა და ცალკეული პირების ჩართვის ხელშეწყობა;
- გარემოსდაცვითი და სოციალური თვალსაზრისით დესტრუქციული პოლიტიკისა და პროექტების შეცვლა ან შეჩერება ადგილობრივ ან ეროვნულ დონეზე და მისაღები ალტერნატივების ხელშეწყობა.
პროგრამები - საქართველოში საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი;
- ვაჭრობა, გარემოს დაცვა და მდგრადი განვითარება;
- ენერგეტიკა / კლიმატის ცვლილება;
- ბიომრავალფეროვნება;
- სიღარიბის შემცირება.
ჩვენი პარტნიორები მწვანე ალტერნატივა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული გარემოსდცავითი ორგანიზაციის - ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ბანკებზე დამკვირვებელთა ქსელის (CEE Bankwatch Network), წევრია. ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ ოქსფამის საერთაშორისო ოფისთან, დედამიწის მეგობრების საერთაშორისო ოფისთან, საქართველოს და მსოფლიოს სხვადასხვა გარემოსდაცვით და სოციალურ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციებთან. მისამართი: თბილისი, ყიფშიძის 5 ა IV სადარბაზო, VII სართული ფოსტა: ჭავჭავაძის გამზირი 62, 0162 თბილისი ტელ.: 22 38 74 / 22 16 04 ფაქსი: 22 38 74 ელ.ფოსტა: greenalt@wanex.net ვებ-გვერდი: http://www.greenalt.org |